ციფრული მარკეტინგის უახლესი ტრენდები

სპიკერი:
ალექსანდრეს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით არა ე რთი მნიშვნელოვანი პროექტი გაუკეთებია. საინტერესოა, რომ მას საჯარო გამოსვლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ასევე მისი ცოდნა უკავშირდება CRM სისტემებთან მუშაობას, SEO-ს სისტემების გაუმჯობესებას - როგორც On-Page ასევე Off-Page SEO-ს მიმართულებით
ვისთვისაა ღონისძიება:
ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი საფეხურის მარკეტერისთვის, რომელსაც სურს გაიღრმავოს ცოდნა თანამედროვე და უახლესი მარკეტინგული ტრენდების შესახებ.
ღონისძიების აღწერა:
შენ გაიგებ, როგორ შეიცვალა ინდუსტრია 2025 წელს და როგორ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი შენს სამუშაოში.
აქ შეიტყობ, როგორ მუშაობს AI ინსტრუმენტები SEO-სთვის, როგორ ავტომატიზდება Email მარკეტინგი და როგორ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი სხვა და სხვა ტიპის კონტენტის შესაქმნელად. ასევე გაეცნობი ახალ პლატფორმებს, ალგორითმების ცვლილებებს და პრაქტიკულ მაგალითებს წარმატებული კამპანიებიდან.
ღონისძიება შესაფერისია მარკეტერებისთვის, ბიზნეს მფლობელებისთვის, SMM მენეჯერებისთვის და ყველასთვის ვისაც სურს დარჩეს აქტუალური ციფრული მარკეტინგის სფეროში. სესიას უძღვება ციფრული მარკეტინგის ექსპერტი მრავალწლიანი გამოცდილებით.
გაეცანი უახლეს ტრენდებს და გაზარდე შენი ეფექტურობა ციფრულ მარკეტინგში.
ტრენინგის ადგილმდებარეობა:
პეტრე იბერის 24
ღონისძიების თარიღი:
22.11.25
ღონისძიების დრო:
17:00
