- info897620
- Dec 16, 2025
- 1 min read

სახლში ტელევიზორი ჩართულია, ოჯახის წევრები საუბრობენ, შინაური ცხოველი გეთამაშება, თუმცა შენ უამრავი საქმე გაქვს. გადიხარ გვერდით ოთახში, ცდილობ იპოვო სიმშვიდე და მოიკრიბო ძალები სამეცადინოდ ან სამუშაოდ, თუმცა უშედეგოდ - კონცენტრირება გიჭირს, დრო გადის და დედლაინები გეწურება.
ალბათ ბევრი სტუდენტისათვის ძალიან ნაცნობი სიტუაციაა, მაგრამ მთავარია ვიპოვოთ გამოსავალი.
სტუდენტობა არის დრო, როცა ერთდროულად უნდა მოამზადო ლექცია, შექმნა პროექტი, დაწერო ნაშრომი, ჩააბარო გამოცდა და შესაძლოა პარალელურად მუშაობდე ან სტაჟირებას გადიოდე. ამ სიტუაციაში ყველაზე რთული არ არის დროის დაგეგმვა და შესაბამისი სივრცის პოვნა, სადაც ეს ყველაფერი ხარისხიანად შეგიძლია გააკეთო.
Hubitat Coworking-ი დიდ დიღომში არის გარემო, სადაც იდეები ფორმას იძენენ, შენი პროექტები სიცოცხლეს იღებენ და პირველი პროფესიული ნაბიჯები რეალობად იქცევა.
Hubitat Coworking-ში შეგიძლია:
დაწერო ნაშრომი სრული კონცენტრაციით;
მოამზადო დიპლომი ან სამაგისტრო პროექტი;
ჩაატარო ჯგუფური შეხვედრა;
მოამზადო პრეზენტაციები მარტომ ამ თანაკურსელებთან ერთად;
იმუშაო დისტანციურ სამსახურზე ან სტაჟირებაზე;
შეხვდე თანატოლებს, გაუზიარო იდეები, შექმნა კავშირები და სხვ.
ადგილზე დაგხვდება სხვადასხვა ტიპის სივრცეები:
შეხვედრების ოთახები - სხვადასხვა რაოდენობაზე გათვლილი;
იზოლირებული სამუშაო კაბინები;
ტრენინგების ოთახი;
საერთო სამუშაო სივრცე.
რა თქმა უნდა, კომფორტული და მყუდრო გარემო სწრაფი და სტაბილური ინტერნეტით
თუ შესვენება მოგინდება, ადგილზე არის კაფე, სადაც შეგიძლია მიირთვა ნიშური კერძები და გემრიელი ყავა
სტუდენტების ბიუჯეტები უმეტეს შემთხვევებში შეზღუდულია. ამიტომ ჩვენ სპეციალურად თქვენთვის მორგებულ პირობებს გთავაზობთ.
სტუდენტებისთვის იმოქმედებს -50% ფასდაკლება შეხვედრების ოთახებსა და პირად კაბინებზე.
ადგილზე, რეცეფშენში წარსადგენად საჭირო იქნება სტუდენტობის დამადასტურებელი ნებისმიერი ტიპის დოკუმენტი.
ეს არის შენი შანსი, რომ პროფესიულ გარემოში ისწავლო ან იმუშაო მინიმალურ ფასად.
შენი წარმატება იწყება სწორი გარემოდან!
შეხვედრების ოთახის ან პირადი კაბინის დასაჯავშნად მოგვწერეთ სოციალურ ქსელებში ან მეილზე: info@hubitat.ge
მისამართი: დიდი დიღომი, პეტრე იბერის 24; 551 24 24 99














