- info897620
- Dec 4, 2025
- 1 min read

ჰაბიტატის მიზანი ყოველთვის იყო არა მხოლოდ სამუშაო სივრცის გაუმჯობესება, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც დატვირთული სამუშაო დღე იქცევა სასიამოვნო გამოცდილებად. შეუძლებელია, მთელი დღის მანძილზე დარჩე პროდუქტიული და შეძლო ხარისხიანად მუშაობა, შესვენებისა და ენერგიის აღდგენის გარეშე. ყველაზე კომფორტული კი ეს მაშინ არის, როდესაც სამუშაო სივრცის დატოვება და შენობიდან გასვლა არ გიწევს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ჰაბიტატის სივრცეში "პამპკინს კაფე", რომელსაც თუ ერთხელ ეწვევი, დაბრუნება აუცილებლად მოგინდება.
მყუდრო გარემო
დახვეწილი ინტერიერი
კომფორტული ავეჯი
საუკეთესო ყავა
გამორჩეულად გემრიელი კერძები და დესერტები
კაფის სივრცე აერთიანებს ყველაფერს, რაც საჭიროა იდეალური განტვირთვისთვის, შესვენებისათვის, ან არაფორმალური შეხვედრებისათვის. აღსანიშნავია, რომ კაფე არ არის მხოლოდ ჰაბიტატის წევრებისათვის და მისი სტუმრობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
კაფეში დაგხვდებათ მრავალფეროვანი და გამორჩეული მენიუ, დაბალანსებული კერძებითა და დესერტებით.
კაფის სახელწოდება კი შემთხვევითი არ არის. გოგრა ნამდვილად ის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, რომლისგანაც ჩვენი შეფი ძალიან საინტერესო, სახასიათო და გამორჩეულ კერძებსა თუ დესერტებს ქმნის. კაფის მენიუ არ არის შაბლონური, რომელსაც ყველგან ნახავთ. ჩვენმა შეფმა იზრუნა კაფის სტუმრებზე, რომ ყოველი აქ მოსვლა ასოცირდებოდეს სიახლესთან და ახალ გამოცდილებასთან.
პამპკინსის მენიუ, გარდა სხვადასხვა სწრაფი კვების პროდუქტების და დესერტებისა, გაჯერებულია ასევე ჯანსაღი, ცილებით დაბალანსებული კერძებით. დესერტებშიც იპოვნით ჯანსაღ ალტერნატივებს. კვების სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია ენერგიის აღდგენისა და პროდუქტიულობისათვის.
პამპკინს კაფე ჰაბიტატის ნაწილია - ერთ შენობაში ორი სივრცე, რომლებიც პროდუქტიულობასა და კომფორტს აერთიანებენ, შედეგად კი სამუშაო დღე ხდება მეტად ხარისხიანი, ენერგიული და სასიამოვნო
ქალაქში საუკეთესო ყავისა და კერძების დაგემოვნებას შეძლებთ აქ: პეტრე იბერის 24
დაგვიკავშირდი დღესვე: +995 551 24 24 99
ან მოგვწერეთ მეილზე: info@hubitat.ge








